ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ტომას ჰენდრიკ ილვესმა გამომწერებს კამპანიის ბუჩამდე იყო აფხაზეთი მხარდაჭერისკენ მოუწოდა

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი

ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა Twitter-ზე საკუთარ გამომწერებს თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, ევროპული საქართველოსა და აფხაზთა კრების ერთობლივი კამპანიის ბუჩამდე იყო აფხაზეთი დაფინანსებისკენ მოუწოდა.

რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანია 24 მაისს კლუბ KHIDI-ში გამართული  ინტერაქტიული ექსპოზიციით დაიწყო. ამის შემდეგ კი კამპანიის ფარგლებში ფილმის ჩვენება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, 21:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების დასაცავად აქცია გაიმართება.

რუსული გენოციდის ხელწერის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ტაბულას სტატიას:

დაზარალებულთა ტრაგედიის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიები:

აფხაზეთში ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატია: 

კომენტარები