ბუჩამდე იყო აფხაზეთი

გდანსკის მერიამ უმასპინძლა ფილმს - დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი

5 ნოემბერს, პოლონეთში, ქალაქ გდანსკის მერიამ უმასპინძლა ფილმს "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. ფილმი აჩვენეს ALDA-ს საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს - "დემოკრატია გადასახლებაში: ადგილობრივი დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ბელარუსისთვის“.  

კონფერენციის ერთი პანელი დაეთმო საქართველოს. დისკუსია ეხებოდა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას, დემოკრატიას, არჩევნებს, ქართული და ბელარუსული არასამთავრობო ორგანიზაციების გამოწვევებს. 

კონფერენციის შემდგომ კი გაიმართა ფილმის ჩვენება 1992-1993 წლებში აფხაზეთში რუსეთის ორგანიზებული დანაშაულებების შესახებ. ფილმი ასახავს დევნილთა ისტორიებს და რუსეთის მიერ მართული გენოციდის მტკიცებულებებს. 

ფილმს ესწრებოდნენ უკრაინელები, ბელარუსები, პოლონელები, საკითხით დაინტერესებული ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტები და ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტები. 

თავისუფლების ინსტიტუტი მადლობას უხდის ქალაქ გდანსკის მერიას და ALDA-ს მასპინძლობისთვის. 

აფხაზთა კრება, თავისუფლების ინსტიტუტი, ტაბულა და ფედერალისტები აგრძელებენ კამპანიას „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. 

კომენტარები