ბუჩამდე იყო აფხაზეთი

მნიშვნელოვანია, თავისუფალ სამყაროში ეს მძიმე ამბავი ნახონ - ბოკერია ბუჩამდე იყო აფხაზეთზე

გიგა ბოკერია ევროპული საქართველოს კონფერენციაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

გუშინ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება გაიმართა.

დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში რუსეთის მიერ ქართველთა მიმართ ჩადენილი გენოციდის შესახებ დისკუსია გაიმართა.

პარტია ფედერალისტების ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მნიშვნელოვანია ფილმი, ბუჩამდე იყო აფხაზეთი, რომელიც რუსეთის სამხედრო დანაშაულებსა და ქართველების მიმართ ჩადენილ გენოციდს ასახავს ნახოს როგორც ფრანგულმა საზოგადოებამ, ასევე "პოლიტიკურმა კლასმა და მთლიანად, თავისუფალმა სამყარომ". 

"ჩვენი ისტორიული სამართლიანობისთვის, იმ ადამიანების ხმის საბოლოოდ გაგონებისთვის მთელ მსოფლიოში, ვინც ეს უბედურება გადაიტანა და ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკურმა კლასმა და საზოგადოებამ და მთლიანად, თავისუფალ სამყაროში ეს მძიმე ამბავი ნახოს - ნახოს კონკრეტული ფაქტები, ნახოს კონტექსტი, ნახოს ის, რომ იმ ბოროტებას უკრაინაში, რასაც დღეს ისინი ხედავენ, განსხვავებით ახლო წარსულიგან, აქვს ღრმა ძირი.

ეს ყველაფერი ბევრად უფრო ადრე დაიწყო და ეს არის ხასიათი დღეს პოლიტიკური კლასისა (პუტინის რუსეთამდეც კი) და რომ ეს საფრთხე მიმართლია არამარტო საქართველოს, უკრაინის, არამედ მთლიანად თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ.

ამ სასტიკი მეთოდებით, გენოციდით, ეთნიკური ნიშნით ადამიანის მკვლელობის და ამ ბოროტების გაჩერება თუ აქ არ მოხდა, მშვიდობა კი არ დაისადგურებს (როგორც ზოგიერთი ამბობს ხოლმე), პირიქით, მეტი სისხლისღვრა იქნება". - თქვა ბოკერიამ

კომენტარები