NDI-ის კვლევა

ბოკერია NDI-ზე: საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხედავს იმ მძიმე რეალობას, რაც რეჟიმმა შექმნა

ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ძალიან მკაფიოდ ხედავს სურათს. ეს არაა მხოლოდ 25%, რომელიც პირდაპირ იძახის, იქ ვინც საუბრობს დემოკარტიის ნაკლებობაზე, ქვეყნის შიგნით ვითარებაზე ან სახელმწიფო ბიუროკრატიის არაპროფესიონალიზმზე და რუსეთის ფაქტორზეც, მათშიც მნიშვნელოვანი ნაწილი ბუნებრივია, ამ რეჟიმის პოლიტიკას გულისხმობს, ეს ნათელია.

ოღონდ ჩვენ, როგორც ქვეყანას გვჭირდება, რომ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს უმძიმესი სურათი უნდა გახდეს ნათელი ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მაგრამ ამ კვლევაში, ამ თვალსაზრისით უკვე იკვეთება ეს სურათი, რომელიც კიდე უფრო უნდა გამყარდეს.

ეს ასახავს იმ მძიმე რეალობას, რომ ეს რეჟიმი ჩვენ გვტოვებს რუსეთის საფრთხის წინაშე და გვაშორებს ჩვენს ისტორიულ ამოცანას, თავისუფალ სამყაროს, დასავლეთს, ევროპას, აშშ-ს, დემოკრატიას, ამას თუ თვალი არ გავუსწორეთ, ვერ დავამარცხებთ ამ რეჟიმს მშვიდობიანად და ამიტომ არის რომ ამ კველვაში იკვეთება ამ მძიმე რეალობის აღქმის სურათი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაზე.

კომენტარები