NDI-ის კვლევა

NDI: პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა. 2022 წლის მარტის კვლევაში ზურაბიშვილის საქმიანობას კარგად 24% აფასებდა, ხოლო ახალ, აგვისტოს კვლევაში მხოლოდ 12%.

ამასთან, ბოლო კვლევასთან შედარებით 2%-ით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად აფასებს.

კვლევის თანახმად, უმრავლესობა კვლავ ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს.

NDI

კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.

კომენტარები