რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინა აგრძელებს მნიშვნელოვანი წარმატების მოპოვებას ხარკოვში

Juan Barreto/Agence France-Presse — Getty Images

ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინული ძალები აგრძელებენ მნიშვნელოვანი მიღწევების მოპოვებას ხარკოვის რეგიონში.

"რუსეთმა, სავარაუდოდ, რუსეთმა გაიყვანა თავის დანაყოფები ტერიტორიებიდან, მაგრამ ბრძოლა გრძელდება მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქალაქების - კუპიანსკისა და იზუმის, - გარშემო", - წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

დაზვერვის განახლებული ანგარიში, ამასთანავე, შეეხო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის  2022 წლის 7 სექტემბრის კომენტარს, რომლის მიხედვითაც აგვისტოს შემდეგ უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის მხოლოდ 60 000 ტონა გაიგზავნა განვითარებად ქვეყნებში, უმეტესი ნაწილი კი ევროკავშირის ქვეყნებს მიეწოდება.

"პუტინის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. გაეროს მონაცემებით, დაახლოებით 30% მიეწოდება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, რუსეთი ახორციელებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციის სტრატეგიას, რათა თავიდან აირიდოს სასურსათო კრიზში ბრალი, პარალელურად კი შეძლოს უკრაინის დისკრედიტაცია. 

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები