რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს

Alexander Ermochenko/Reuters

რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. ინფრომაციას РИА Новости-ი Telegram-ზე ავრცელებს.

 "დონბასის გასათავისუფლებლად დასახული მიზნების მისაღწევად, მივიღეთ გადაწყვეტილება ბალაკლიასა და იზიუმის რეგიონებში განლაგებული რუსეთის ჯარების გადაჯგუფების შესახებ, რათა გააძლიერონ ძალისხმევა დონეცკის მიმართულებით". - წერია განცხადებაში.

10 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი იზიუმი და ხარკივის ოლქის რამდენიმე სხვა დასახლება დატოვეს, ხოლო 8 სექტემებრს. უკრაინელმა სამხედროებმა გაავრცელეს ვიდეომიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ხარკოვის ოლქში ქალაქი ბალაკლია გაათავისუფლეს.

კომენტარები