რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა წინსვლა აქვს უკრაინის ტერიტორიების დაბრუნებაში შეიარაღებულ ძალებს კონტრშეტევის შედეგად

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქის ახლახან გათავისუფლებულ ქალაქ კუპიანსკში
Press Service of the State Security Service of Ukraine/Handout via Reuters

ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს. უკრაინამ შედეგად ორ მთავარ ქალაქზე - კუპიანსკისა და იზუმზე დაიბრუნა კონტროლი. 

რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. განაცხადების მიხედვით, მათი "გადაჯგუფების" მიზეზი დონეცკში ძალისხმევის გაძლიერებაა.

რატომ არის კუპიანსკის დაბრუნება მნიშვნელოვანი?

ომის კვლევის ინსტიტუტმა ქალაქი აღწერა, როგორც რუსეთის "საკვანძო ლოგისტიკური ცენტრი" რეგიონში და დამატებით აღნიშნა, რომ მისი ხელახალი აღება "სერიოზულად დააქვეითებს" რუსეთის სახმელეთო კომუნიკაციების ხაზებს.

ფინეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის უფროსი ანალიტიკოსის, ველი-პეკა კივიმაკის მიერ Twitter-ზე გაზიარებული რუკის მიხედვით, კუპიანსკი არის წერტილი, სადაც ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის მთავარი სარკინიგზო ხაზები იყრის თავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაკარგვა მნიშვნელოვნად შეაფერხებს რუსეთის მიწოდებისა და კომუნიკაციის სისტემას. 

კუპიანსკის გათავისუფლებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბალაკლიაშიც უკრაინის დროშა ფრიალებს. 

უკრაინელებმა ხარკოვის რეგიონში ბოლო დღეებში 700 კვ.კმ ტერიტორია და 30-ზე მეტი დასახლება დაიბრუნეს. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ დაკავებულ ტერიტორიებზე ხალხი "უბრუნდება სიცოცხლეს", მაგრამ მათი სახლები და ინფრასტრუქტურა "განადგურებულია".

ჯერ კიდევ 9 სექტემბრისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს. უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია გუმენიუკის თქმით კი  9 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად დაკავებულია 70 ჯარისკაცი, 9 ტანკი და 2 ჰაუბიცი, რომლებსაც ნიკოპოლის რაიონზე შეტევისთვის აქტიურად იყენებდნენ. 

"ჩვენ თანდათან ვიღებთ კონტროლს ახალ დასახლებებზე. უკრაინის დროშას ყველგან ვაბრუნებთ და ჩვენი ხალხის დაცვას ვაგრძელებთ". - თქვა ზელენსკიმ. 

კომენტარები