რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელმა მებრძოლებმა კუპიანსკი გაათავისუფლეს – ოლქის საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი

ხარკოვის ოლქის საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი, ნატალია პოპოვა წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 

"კუპიანსკი უკრაინაა, დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს". - დაწერა მან Facebook-ზე. 

პოპოვამ უკრაინელი ჯარისკაცების ფოტო გამოაქვეყნა - მებრძოლები კუპიანსკის საკრებულოს შენობასთან დგანან და ხელში უკრაინის დროშა უჭირავთ.  

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, 9 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. 

კომენტარები