არავითარი რუსების საქართველოში უკონტროლო შემოდინება არ ხდება. ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. მთელი ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ასე იყო. რამდენიმე წლის წინ რუსების რაოდენობა საქართველოში სამჯერ მეტი იყო, ვიდრე ახლა, თუმცა, ისიც კონტროლდებოდა [...] ზოგადად, რა თქმა უნდა, რუსეთისგან ქვეყანას საფრთხეები აქვს. 10 წელია იმით ვართ დაკავებული, რომ ქვეყანა ზოგადად საგარეო და, მათ შორის, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებისგან დავიცვათ. წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, ჩვენ ამას ვახერხებთ. ყველა წინა ხელისუფლებას ჰქონდა ომი. ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, რომელსაც არცერთხელ არ ჰქონია ომი და რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდებით და ვეცნობით. აგრეთვე, გვაქვს სახელმწიფოებრივი და პრაგმატული პოლიტიკა და ეს ყველაფერი ამის შედეგია.
რუსეთი-საქართველო
კობახიძე: პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის დროსაც რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია
tbl.ge/64f3
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავე თემაზე
- სპუტნიკი: საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა
- ზახაროვა: ქართველებმა ევროპელებისგან 9 მაისი დაიცვეს - ეს თქვენთვის ორმაგი დღესასწაულია
- საქართველოსთვის: საგარეომ თქვას, თუ მონაწილეობს რუსეთთან "კონფიდენციალურ" მოლაპარაკებებში
- ზახაროვა: ჟენევის მოლაპარაკებების გადაადგილებაზე მუშაობა მიმდინარეობს
- თუ საქართველო EU-ში გაწევრიანდება, არამეგობრული ქვეყნების სიაში შეყვანა მოგვიწევს - ზახაროვა




