რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე უარი თქვა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, 4 აგვისტო
REUTERS/Alexander Ermochenko

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე უარი თქვა. 

"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის წინადადებები მიუღებელია. მათი განხორციელება სადგურს კიდევ უფრო დაუცველს გახდის". - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ამასთან ერთად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით,  რუსეთი 19 აგვისტოს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს.

"ოკუპანტებმა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოულოდნელი დასვენების დღე გამოაცხადეს. 19 აგვისტოს სადგურზე მხოლოდ ოპერატიული პერსონალი იქნება. ყველა სხვა თანამშრომლისთვის შესვლა აკრძალული იქნება". - წერს უკრაინის თავდაცვა.

კომენტარები