რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

უკრაინა: რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაციას გეგმავს

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურთან
Reuters

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით,  რუსეთი 19 აგვისტოს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავს.

"ოკუპანტებმა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოულოდნელი დასვენების დღე გამოაცხადეს. 19 აგვისტოს სადგურზე მხოლოდ ოპერატიული პერსონალი იქნება. ყველა სხვა თანამშრომლისთვის შესვლა აკრძალული იქნება". - წერს უკრაინის თავდაცვა.

ამასთან ერთად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებით, 19 აგვისტოს, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს, კიევი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე "მასშტაბურ პროვოკაციას" გეგმავს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, "პროვოკაციისთვის" უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს რაიონში განალაგეს რადიაციული დაკვირვების პოსტები, ასევე წვრთნიან ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფებს, საარტილერიო ბრიგადებსა და რადიაციულ პირობებში მებრძოლ რაზმებს.

რუსების მტკიცებით, 19 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ ნიკოპოლიდან ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე საარტილერიო იერიშს მიიტანენ.

გასულ დღეებში მედიებში წერდნენ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიაზე განათავსეს საარტილერიო დანადგარები, რომლებითაც ბომბავენ სადგურს და ნიკოპოლიდან თავდასხმების იმიტაციას აკეთებენ.

კომენტარები