ჩემს მიმართ 16 ივლისს განხორციელებული ბინძური და უკანონო სპეცოპერაცია და მე-12 დაწესებულებაში ჩემზე განხორციელებული მუქარა და არაადამიანური მოპყრობა განხორციელებული იქნა ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მასთან კოორდინაციით. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების ნაწილი მე უკვე წარმოვადგინე და ნაწილსაც წარმოვადგენ ეტაპობრივად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ჩემთან მუქარის გადმოცემა მოხდა შს მინისტრის საშუალებით. მან განმიმარტა, რომ არ უნდა მეხსენებინა მისი სახელი. ის ძალიან გაბრაზებულია და თუ არ გავჩერდები და გავჩუმდები, მკაცრად დამსჯის. აქამდე რაც გავაჟღერე, ის უნდა გამომსწორებინა შესაბამისი ჩვენებებით და მეტი აღარ უნდა მეხსენებინა ივანიშვილის გვარი. უარის შემთხვევავში შედეგი იქნებოდა უმძიმესი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. მან ასევე გამაფრთხილა, რომ თუ ამ საუბრებს გავახმაურებდი, კიდევ დამიმატებდა პრობლემებს, როგორიცაა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია.
სოსო გოგაშვილი
გოგაშვილი: მუქარა გომელაურმა გადმომცა, მითხრა, რომ თუ გავახმაურებდი, პრობლემებს დამიმატებდა
tbl.ge/63sj
დაკოპირდა
წერს სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, გუშინ, 11 აგვისტოს მისმა ადვოკატმა თქვა, რომ გოგაშვილი ციხის საშხაპეში გაიყვანეს, სადაც ის შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ესაბრა. ადვოკატის ცნობით, გომელაური მას დაემუქრა. სოსო გოგაშვილი ასევე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მანამდეც მიიღო, რომ თუ არ გაჩერდებოდა, მას და მის ოჯახს გაანადგურებდნენ.
ამავე თემაზე
- გოგაშვილი: პირადი ცხოვრების კადრების საქმე გახსნილი და გამოძიებულია, შოთაძეს თაროზე უდევს
- გოგაშვილი: მე და მურუსიძე ოცნების სასარგებლოდ დავის გადაწყვეტაში საკონტაქტო პირები ვიყავით
- გომელაური "აგენტ ელჩებზე": ტყუილი და სისულელეა, აგენტები რომ ყოფილიყვნენ, უნდა დაგვეჭირა
- გომელაური: აბსურდია, რომ გოგაშვილს ბატონი ბიძინა რამეს ავალებდა, მეც არაფერს მავალებდა
- კობახიძე: გოგაშვილმა დასაქმება არაერთხელ მთხოვა, მის სახლში ვახშამზე ხათრით მივედი