განცხადება, რაც ბატონმა სოსო გოგაშვილმა გააკეთა, რა თქმა უნდა, არის ტყუილი, სრული სიცრუეა. ბატონი ბიძინა, უბრალოდ, ვერანაირად ვერ დაავალებდა მას, ის არ იცნობდა მას. მეორეც - როგორ წარმოგიდგენიათ, მე ვიყავი ხელმძღვანელი და რატომ დავალებდა, როდესაც არ იცნობდა ადამიანს? ან როგორ დაავალებდა. გოგაშვილს რომ რამეს ავალებდა ბატონი ბიძინა, ეს არის საერთოდ აბსურდი. ფიზიკურად არ იცნობდა, როგორ უნდა დაევალებინა ჯერ ერთი, მეორეც, მე არაფერს არ მავალებდა, როგორ დამავალებდა. თვითონ რასაც ეს იძახის, რომ ამას კითხულობდა, როგორც თქვა, ბატონ ბიძინასთან მე ვაგზავნიდი კრებსებს, ვუგზავნიდით ბატონ პრემიერსო და კობახიძესო. კობახიძეს კი არა... უკანონო მოსმენებზე საერთოდ გამორიცხეთ ეგ თემა, არ ხორციელდება.
სოსო გოგაშვილი
გომელაური: აბსურდია, რომ გოგაშვილს ბატონი ბიძინა რამეს ავალებდა, მეც არაფერს მავალებდა
tbl.ge/64rt
დაკოპირდა

ამბობს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური. სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ ოცნების მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა ენმ-ს პერიოდს. მისივე სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით "უსმენდნენ ყველას".
ამავე თემაზე
- გოგაშვილი: პირადი ცხოვრების კადრების საქმე გახსნილი და გამოძიებულია, შოთაძეს თაროზე უდევს
- გოგაშვილი: მე და მურუსიძე ოცნების სასარგებლოდ დავის გადაწყვეტაში საკონტაქტო პირები ვიყავით
- გომელაური "აგენტ ელჩებზე": ტყუილი და სისულელეა, აგენტები რომ ყოფილიყვნენ, უნდა დაგვეჭირა
- კობახიძე: გოგაშვილმა დასაქმება არაერთხელ მთხოვა, მის სახლში ვახშამზე ხათრით მივედი
- მდინარაძე გოგაშვილზე: ენმ-ს გაპრავებას ემსახურება, მეტად როგორ უნდა დაეცეს, ვერ წარმოვიდგენ