სოსო გოგაშვილი

კობახიძე: გოგაშვილმა დასაქმება არაერთხელ მთხოვა, მის სახლში ვახშამზე ხათრით მივედი

საუბარი იყო იმაზე, თითქოს 5 წლის წინ ორჯერ ვიყავი [გოგაშვილის] სახლში ასული. 5 წლის წინ მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და გოგაშვილი იყოს სუს-ის უფროსის პირველი მეადგილე. ამ დროს რა შეთავაზება უნდა გამეკეთებინა დასაქმებასთან დაკავშირებით, მე არ ვიცი. სრული აბსურდია, თვითონ იხლართერბიან საკუთარ აბსურდში. 

რაც შეეხება სახლში ჩემს მისვლას, ერთადერთი შემთხვევა იყო მთელი ამ წლების მანძლზე, როდესაც ვახშამზე დამპატიჟა და ვიყავი მისული, მათ შორის, ხათრითაც. ადამიანურად ძალიან მძიმეა, როდესაც ამას მერე რაღაცისთვის იყენებს. იქ არავითარი საუბარი არ ყოფილა... ეს უნდა ყოფილიყო, ალბათ, 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე. მახსოვს, რომ მაშინ გახარია იყო პრემიერი, ანუ, რაღაცებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. მოკლედ, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ვახშამზე ვიყავი ასული მისი თხოვნით და დაპატიჟებით. რაც შეეხება რაიმე შეთავაზებას, ჩემი მხრიდან პირადად იყო 0 შეთავაზება, მისი მხრიდან იყო არაერთი თხოვნა დასაქმებასთან დაკავშირებით. მათ შორის, ჩემ მიმართ იყო არაერთი თხოვნა დასაქმებასთან დაკავშირებით. ჩვენ გარკვეული პერიოდი გვყავდა ის პარტიაში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამის შემდეგ, როდესაც ის პარტიაშიც აღარ იყო, რამდენჯერმე გვთხოვა დასაქმება, არამარტო მე. ჩვენი მხრიდან, გამომდინარე პრობლემებიდან, იყო უარყოფითი პასუხი, რაზეც განაწყენება დააფიქსირა. ეს პრობლემები უკვე საზოგადოების სამსჯავროზეა.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ცოლი, თეა მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ კობახიძე მათთან სახლში მივიდა და გოგაშვილს გაჩუმების სანაცვლოდ "რკინიგზაში უფროსად წასვლა" და 20 000 ლარის ოდენობით ხელფასი შესთავაზა. 

კომენტარები