სოსო გოგაშვილი

გომელაური "აგენტ ელჩებზე": ტყუილი და სისულელეა, აგენტები რომ ყოფილიყვნენ, უნდა დაგვეჭირა

აგენტები რომ აღმოჩენილიყვნენ, მაშინ უნდა დაგვეჭირა. იყო სხვადასხვა თემები, კონტრდაზვერვა თვლიდა ზოგიერთ კანდიდატს [ამ შემთხვევაში ვისზე საუბრობს, არ ვიცი] რომ ეს მიზანშეწონილი არ არის, თუნდაც შეიძლება, რომ არ დაინიშნოს ამა და ამ ქვეყანაში. შეიძლება, სხვა ქვეყნებში და არა აქ - შეიძლება, მინუსი ჰქონდა, ან დიდი ხანი მუშაობდა ამ ქვეყანაში. ეგეთი რაღაც არ ყოფილა, მაშინ დაიბლოკებოდა. მაგას მარტო სოსო გოგაშვილი არ წყვეტდა. ტყუილია, სისულელეა, იქ მთელი სამსახურები მუშაობს, რას ჰქვია, აღარ დაიბლოკებაო. 

ამბობს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "ოცნებამ "პატრონების" გამო დანიშნა ელჩები, რომლებიც აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდნენ". 

კომენტარები