რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: არ გვაქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი უკრაინასთან მოლაპარაკებების აღდგენის მიმართ

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთს არ აქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი უკრაინასთან მოლაპარაკებების აღდგენის მიმართ და ის ამისთვის მზადაა. 

ამის შესახებ მან კაიროში, ეგვიპტელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების განახლება უკრაინაზეა დამოკიდებული. 

"ჩვენ არ გვაქვს ცუდი განწყობა მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტიდან დაწყებული უთვალავი მრჩევლით დამთავრებული, გამუდმებით ამბობს, რომ მოლაპარაკებები არ იქნება მანამ, სანამ უკრაინაში რუსეთი არ დამარცხდება".- ამბობს ლავროვი. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარცვლეულის ექსპორტის მიმოცვლის განბლოკვის შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ ოდესის სამხრეთ პორტზე თავდასხმა ადასტურებს, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები შეუძლებელია. ამიტომ, მისი განმარტებით, სარაკეტო თავდასხმამ თავად რუსეთის პოზიცია დააზიანა. 

 

ოდესაზე თავდასხმას მწვავე რეაგირება მოჰყვა საერთაშორისო სივრცეში: გაერომ, ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და იტალიამ რუსეთის მოქმედებები დაგმეს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ოდესის პორტზე თავდასხმა "ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის ერთგულების სანდოობას გუშინდელ შეთანხმებაზე“.

"რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა სასურსათო კრიზის გაღრმავებაზე, მან აგრესია უნდა შეაჩეროს". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა. 

22 ივლისს, მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს

რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს

 

კომენტარები