რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ირანმა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო ძალებმა ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში სამხედრო სამიზნეებზე იერიშები მიიტანა.
IDF-ის ცნობით, ოპერაციასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.
ადგილობრივი მედიის მიხედვით, აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანში, თავრიზსა და ისპაანში.
Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელის დარტყმების შემდეგ ირანმა თეირანის იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტი დახურა.
თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადად, რომ ისრაელმა ირანზე იერიშები ჰაერი-მიწა ტიპის ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა.
გამოცემა Axios-ის ცნობით, ისრაელის იერიშებამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანზე საპასუხო იერიშებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.




