ქართული ოცნება

კობახიძე მასალებზე: იგივეს ავრცელებდა ნაცმოძრაობა, ერთადერთი ახსნაა, რომ არაფერს ვაფუჭებთ

ზუსტად იგივე მასალები ნაცმოძრაობის კუთვნილმა მედიამ დადო ორი წლის წინ, ან შარშან, ან შარშან წინ, ამ კაცმა ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა, იგივე რაღაც გაუგებარი დოკუმენტებია, რაც იყო წარმოდგენილი მის მხრიდან და რაც იყო წარმოდგენილი შარშანწინ იგივე, ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზიების მხრიდან. ვერანაირ სიახლეს ვერ გვთავაზობენ და ამას აქვს ერთადერთი ახსნა და ეს არის, რომ ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ და ამიტომ ვერ დებს ვერავინ, ვერანაირ მამხილებელს მასალას, ვერანაირ კომპრომატს, ერთი და იგივე ფურცლების ფრიალი ხდება ნაცმოძრაობის ტელევიზიების მხრიდან, ხან გოგაშვილის ეგიდით, ხან ხოჯევანიშვილის ეგიდით ეს არის და ეს.

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ მასალას აქვეყნებენ, რომელიც ასახავს, თუ რა მეთოდებს მიმართავდა მმართველი პარტია არჩევნებში მოქალაქეების ხმების მობილიზებისთვის. 

კომენტარები