ქართული ოცნება

კალაძე ჰარცელზე: შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, ადამიანებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება

კახა კალაძე

თბილისის მერი, კახი კალაძე საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ შოკირებული იყო ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართ ქართული ოცნების წევრების მხრიდან უარყოფითი კომენტარების მოსმენით.

კალაძის თქმით, ევროკავშირის ელჩის მიმართ მმართველი გუნდის წევრებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს, თუმცა, შეურაცხყოფის გარეშე.

"არ ვიცი, ვერ გეტყვით რას გულისხმობს კრიტიკაში. შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, მე როგორც ვიცი. ადამიანებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს ზრდილობის ფარგლებში. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ადამიანზე აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა". – თქვა კალაძემ.

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოში ოთხწლიანი დიპლომატიური მისია დაასრულა. ირაკლი კობახიძის თქმით, იგი "მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა EU-სა და საქართველოს ურთიერთობებში", ხოლო ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ "ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო". მიხეილ სარჯველაძის თქმით კი, არც ის არის "მაინცდამაინც კმაყოფილი ბატონი ჰარცელის მოღვაწეობით".

კომენტარები