დღეს ითქვა ამაზე გახსნილად და მეც მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი, რომ არც მე ვარ მაინცდამაინც კმაყოფილი ისევე, როგორც ბევრი ჩემი კოლეგა და ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, იგივე ბატონი ჰარცელის მოღვაწეობით, ხშირ შემთხვევაში აძლევდა თავს უფლებას, მათ შორის რომ ცოტა ზედმეტი უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის. მათ შორის მიუცია მას საკუთარი თავისთვის უფლება ღიად გაეკრიტიკებინა აბსოლუტურად უმართებულოდ, მათ შორის საქართველოს ძალიან მაღალი თანამდებობის პირები და შესაბამისად ეს არ იყო მაინცდამაინც გამართლებული, მათ შორის დიპლომატიური თვალსაზრისით.
tbl.ge/6316
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოში ოთხწლიანი დიპლომატიური მისია დაასრულა. ირაკლი კობახიძის თქმით, იგი "მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა EU-სა და საქართველოს ურთიერთობებში", ხოლო ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ "ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო".
ამავე თემაზე
- კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება
- ჰერჩინსკი: უცვლელია ჩვენი წესებიც, EU-ს გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას
- EU-ს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს – პაპუაშვილი
- უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა EU-ს და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს
- არ გახდება კვლავ EU მშვიდობის პროექტი? ეს გააღრმავებს ევროსკეპტიციზმს - მათიკაშვილი




