ჩვენ ვერიდებოდით მასზე ამ ხნის განმავლობაში კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში და ეს მიმდინარე პროცესი იყო. თუმცა, დღეს როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს.
საქართველო-ევროკავშირი
კობახიძე: კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა EU-სა და საქართველოს ურთიერთობებში
tbl.ge/630f
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩზე, კარლ ჰარცელზე. ჰარცელმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა.
ამავე თემაზე
- კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება
- ჰერჩინსკი: უცვლელია ჩვენი წესებიც, EU-ს გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას
- EU-ს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს – პაპუაშვილი
- უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა EU-ს და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს
- არ გახდება კვლავ EU მშვიდობის პროექტი? ეს გააღრმავებს ევროსკეპტიციზმს - მათიკაშვილი




