საქართველო-ევროკავშირი

დეგნანი: შოკირებული ვიყავი ელჩ ჰარცელის მიმართ კომენტარების მოსმენით

შოკირებული ვიყავი ელჩ ჰარცელის მიმართ კომენტარების მოსმენით. უპატივცემულობაა ასეთი რაღაცების თქმა იმ ადამიანზე, რომელმაც 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი იმუშავა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ძნელია წარმოდგინო ვინმე, ვინც მეტი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად ევროპულ გზაზე თავისი საქართველოში ყოფნის პერიოდში და მე სრულად ვუჭერ მხარს მის თავდაუზოგავ მცდელობას საქართველოს დასახმარებლად. სხვებმა კი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ ქმედებებზე და აღიარონ ელჩი ჰარცელის ძალიან კარგი მუშაობა საქართველოში ყოფნის პერიოდში. მან ძალიან ლამაზი მესიჯი დაუტოვა საქართველოს მოსახლეობას, თუ რამდენად სასიამოვნო იყო მისთვის საქართველოში ყოფნა და ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო მემკვიდრეობა ელჩი ჰარცელისთვის საქართველოში.

თქვა საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა.

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოში ოთხწლიანი დიპლომატიური მისია დაასრულა. ირაკლი კობახიძის თქმით, იგი "მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა EU-სა და საქართველოს ურთიერთობებში", ხოლო ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ "ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო". მიხეილ სარჯველაძის თქმით კი, არც ის არის "მაინცდამაინც კმაყოფილი ბატონი ჰარცელის მოღვაწეობით".

კომენტარები