აშშ-საქართველო

დეგნანი პრაისზე: რაც თქვა, სიმართლეა, ერთმანეთს, როგორც პარტნიორებს, ისე უნდა მოვექცეთ

მან [ნედ პრაისი] თქვა, რომ პარტნიორები ერთმანეთთან ასე არ უნდა ურთიერთობდნენ და მე ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე დიპლომატი ვარ და წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს. არაფერს, რაც, აქ, ჩემს შესაძლებლობების ფარგლებში ხდება, პერსონალურად არ ვიღებ. მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს და აშშ-ს პრეზიდენტს. რაც ბატონმა პრაისმა თქვა, სიმართლეა. ჩვენ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და ერთმანეთს, როგორც პარტნიორებს, ისე უნდა მოვექცეთ. ვფიქრობ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი.

როდესაც არსებობს ჭორები, სპეკულაციები და კომენტარები, რომლებიც ფაქტებზე არ არის დამყარებული, ეს შესაძლოა ქართველი ხალხისთვის დამაბნეველი იყოს და არ მგონია, რომ ეს დიდად ხელს უწყობს დიალოგს. ბევრად უფრო შესაფერისი მიდგომაა, განსხვავებების ერთმანეთში, პირადად განხილვა. ბუნებრივია, რომ უთანხმოებები იქნება, როდესაც გაქვს მეგობრობა და პარტნიორობა. მაგრამ, ამის განხილვის საუკეთესო გზა არის პირად სივრცე და თუ ამის საჭიროებაა, საჯაროც. ჩვენ დროდადრო ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს და ვართ შეწუხებულები საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით, რომლებიც არ ემსახურება იმ ევრო-ატლანტიკური მომავლის გზას, რისკენაც საქართველო მიისწრაფის. შესაბამისად, ფუნდამენტურად, როგორც დიპლომატი, ვიტყოდი, რომ ყოველთვის ვამჯობინებ დისკუსიაში პირადად, მაგრამ პატივისცემით ჩართვას.

ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ ელჩ დეგნანს აშშ-ს სრული მხარდაჭერა აქვს და დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები  კელი დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმ ფორმებს, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები. 

კომენტარები