რუსული გაზი და ევროკავშირი

Gazprom-ი ევროპისთვის Nord Stream-ით გაზის მიწოდების აღსადგენად მზად არის

 russia-insider.com

Gazprom-ი ევროპისთვის Nord Stream მილსადენით გაზის მიწოდების აღდგენას დათქმულ ვადაში გეგმავს. ინფორმაციას Bloomberg-ი სანდო პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მილსადენზე ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, ევროპა ისევ გაზის შემცირებულ ნაკადებს მიიღებს. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ევროპას მიწოდების განახლდება შესთავაზა, თუმცა აღნიშნა, რომ მილსადენის მიწოდებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტურბინის მიღების შეფერხებამ შესაძლოა მოცულობების სიმძლავრის მხოლოდ 20%-მდე შემცირება გამოიწვიოს.

გასულ თვეში, 14 ივნისს რუსეთმა ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით ბუნებრივი აირის მიწოდება 40%-ით შეამცირა და მიზეზად დაასახელა ის, რომ კანადამ არ დააბრუნა ტურბინები, რომლებსაც არემონტებდნენ. 

17 ივლისს კანადამ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გერმანიაში თვითმფრინავით გაზსადენ Nord Stream-ის ტურბინა გაგზავნა. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ გამოცემა Kommersant-ზე დაყრდნობით წერს.  

გამოცემის ინფორმაციით, ტურბინას რუსეთი ხუთიდან შვიდ დღემდე ვადაში მიიღებს, იმ შემთხვევაში, თუ მის ტრანსპორტირებას ლოჯისტიკური პრობლემები არ შეექმნება.

რუსული გაზპრომის მტკიცებით, აქამდე კანადა ტურბინის უკან დაბრუნებაზე უარს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ამბობდა. 

ამავდროულად, უკრაინა მოუწოდებდა კანადას, არ დაებრუნებინა მილსადენის შეკეთებული ნაწილი, რადგან ეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.

კომენტარები