რუსული გაზი და ევროკავშირი

გაზის კრიზისის გამო გერმანიის ქალაქ ჰანოვერის საჯარო შენობებში წყლის გათბობა გამორთეს

გაზის კრიზისის გამო გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, საჯარო შენობებში წყლის გათბობა გამორთეს. გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ გამოაცხადა. 

ეს არის გერმანიის პირველი ქალაქი, რომელიც გადავიდა ცივ შხაპზე საზოგადოებრივ შენობებში. ცხელი წყალი მიუწვდომელია ხელების დაბანისთვის და სხვა მიზნებისთვის სამთავრობო ოფისებში, სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებში.

ქალაქი ასევე შეამცირებს გათბობას საზოგადოებრივ შენობებში, გათიშავს ფასადის განათებას და შადრევნებს.

"ჩვენი მიზანია ენერგიის მოხმარება 15%-ით შევამციროთ. ეს არის პასუხი გაზის მოსალოდნელ დეფიციტზე, რაც დიდი პრობლემაა მუნიციპალიტეტებისთვის, განსაკუთრებით ისეთი დიდი ქალაქისთვის, როგორიც ჰანოვერია. სიტუაცია არაპროგნოზირებადია, როგორც ეს ბოლო დღეებმა აჩვენა, თუმცა, სახელმწიფო კაპიტალი ცდილობს მაქსიმალურად მოემზადოს". - განაცხადა ქალაქის მერმა ბელიტ ონაიმ. 

ევროპული კომისიამ ევროპაში ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირების ახალი გეგმა შეიმუშავა. ახალი "შეინახე გაზი უსაფრთხო ზამთრისთვის" პროგრამის დაანონსებისას ევროკავშირის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ ევროპის 12-მდე ქვეყანას უკვე ნაწილობრივ ან სრულად შეუწყდა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება.

ევროკომისიის ახალი პროგრამა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე ბუნებრივი აირის მოთხოვნის 15%-მდე შემცირებას ითვალისწინებს. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ დრო, აჩვენონ, როგორ შეძლებენ დასახული მიზნის მიღწევას.

ევროკომისიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საჭირო შემცირების მიღწევაში ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის შესაბამისი ზომები იქნება შემუშავებული, მათ შორის, ბუნებრივი აირის სხვა საწვავით ჩანაცვლება და ენერგიის ზოგად დაზოგვას ყველა სექტორში.

კომენტარები