რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: ევროპამ მეტი უნდა დახარჯოს თავდაცვაზე

Reuters

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, არსებულ საშიშ საერთაშორისო გარემოში, ევროპელებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ მათი სტრატეგიული პასუხისმგებლობა, ორივე, ევროკავშირსა და NATO-ს ფარგლებში და საკუთარ თავს მისცენ ამის განსახორციელებლად საჭირო საშუალებები და სისხარტე. 

ბორელის თქმით, ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა მეტი დახარჯონ თავდაცვაზე და რაც მთავარია, ერთობლივად უნდა დახარჯონ.

"ევროპელებმა მეტი უნდა დახარჯონ თავდაცვაზე და რაც მთავარია, ერთობლივად დახარჯონ. ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ საერთო ჯამში დაახლოებით 200 მილიარდი ევროთი, მისასალმებელია. თუმცა, თუ არ გაიზრდება წილი, რომელიც ერთობლივ შემუშავებასა და შესყიდვაზე იხარჯება, არსებობს რისკი, რომ ამ დამატებითი ინვესტიციების დიდი ნაწილი დაიკარგება". – წერს ბორელი. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები