შინ ევროპისკენ

სირცხვილია: პროტესტი უფრო მწვავე გახდება, 3 ივლისს რუსთაველზე ერთი ღამით დავრჩებით

ტაბულა

ორგანიზაცია სირცხვილია 3 ივლისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სირცხვილია წერს, რათა ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა აიძულონ, პროტესტი უფრო მწვავე გახდება, მაგრამ შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ სახეს. ამ მიზნით, სირცხვილია რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების ერთი ღამით დასარჩენად ემზადება.

ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე!

იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება.

პარლამენტთან გატარებული ღამე თითოეული მოქალაქისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, რისთვისაც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა.

ბოლო კვირებში სახალხო მოძრაობამ შინ ევროპისკენ რამდენიმე მრავალკაციანი საპროტესტო აქცია გამართა.

კომენტარები