16 ივნისის აქცია

კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე სალომე ზურაბიშვილის დაანონსებულ აქციაზე მივა

EU Delegation to Georgia

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციას დაესწრება. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის საელჩო ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და პარტიებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

20 ივნისს დაგეგმილი აქციის ფონზე, პარტიების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გაემიჯნა, ნაწილმა კი, მოქალაქეებს ორივე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

კომენტარები