16 ივნისის აქცია

კობახიძე 16 ივნისის აქციაზე: კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს კონსულტაციები გაევლო ჩვენთან

ძალიან კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს წინასწარი კონსულტაციები გაევლო მმართველ პარტიასთან, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ბევრად დიდი გამოცდილება აქციებთან მიმართებით და ვიცით, როგორ არის უკეთ შესაძლებელი ადამიანების მობილიზება აქციის გარშემო. ასეთ დროს, როდესაც პრაქტიკულად ორი დღით ადრეე აანონსებ აქციას, არის მაღალი რისკი იმისა, რომ ეს აქცია წარმატებით ვერ შედგეს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა დეტალზე გვექნება მსჯელობა. აპრიორი წარუმატებელ აქციაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის იქნებს მიუღებელი. ევროკავშირში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება არის ისეთი თემა, სადაც აქციას რომ აორგანიზებ, უნდა გქონდეს გარანტია, რომ შეიკრიბება მინიმუმ 100 000 ადამიანი. წარუმატებელი აქცია, რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიული იქნება შედეგის მიღწევის თვალსაზრისით, ამიტომ, ყველაფერზე გვექნება მსჯელობა და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახი 16 ივნისის აქციაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა. 

კომენტარები