20 ივნისისთვის იყო საზოგადოების ძალიან დიდი მობილიზება და მე ვფიქრობ, რომ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბებოდა რუსთაველზე და ჩვენც ყველას ვეუბნებოდით, რომ 20 ივნისის აქცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მოდი კითხვა დავსვათ პირველი: შეიტანა თუ არა საზოგადოებაში დაბნეულობა 16 ივნისის დაანონსებამ?- დიახ, შეიტანა, გულწრფელები უნდა ვიყოთ. ამაზე მსჯელობის დაწყება, იქნება ყველაზე დიდი კატასტროფა, 16-ში უნდა მივიდეთ თუ 20-ში? ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ, ერთ რამეს გეტყვით გულწრფელად, 16-იც კარგია და 20-იც კარგია, გარკვეულწილად და ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე, სტატეგია აღმაშენებელი. მე რეგიონში ვარ და ერთპიროვნული გადაწყვეტილება ნამდვილად არ მინდა, გვექნება ამაზე პარტიაში მსჯელობა და ჩვენს მკაფიო პოზიციას ვიტყვით. 16 თუ 20- ასე არ უნდა დავყოთ ახლა ჩვენ ეს საკითხი, ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
16 ივნისის აქცია
ვაშაძე: გარკვეულწილად, 16-იც კარგია და 20-იც, თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს
tbl.ge/61ij
დაკოპირდა
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, TV პირველის ეთერში პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება.
ამავე თემაზე
- ზურაბიშვილი: ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას
- ბოკერია: ივანიშვილის მხარდამჭერ აქციაზე არ ვიქნებით, ფარისევლობის ლეგიტიმაცია შეცდომაა
- კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე სალომე ზურაბიშვილის დაანონსებულ აქციაზე მივა
- წულუკიანი აქციაზე: ქუდზე კაცი რომ დაიძახო, ამისთვის ერეკლე ll თუ არა, ქართლის მეფე უნდა იყო
- პაპუაშვილი: თუ ვინმეს ევროპულ მომავალში წვლილის შეტანა სურს, მხარი დაუჭიროს მთავრობას