16 ივნისის აქცია

კობახიძე 16 ივნისის აქციაზე: მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ – არასერიოზული ინიციატივაა

ამ აქციის კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ ომის პარტიასთან, როგორც მას თავადვე უწოდა, რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია.

ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს. გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში კი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არა აქვს. დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. გვაქვს რწმენა, რომ გაიმარჯვებს სიმართლე და სამართლიანობა, რაც ის ღირებულებებია, რომლებსაც ევროკავშირი შექმნის დღიდან დაეფუძნა. 

[...] როცა ასეთ დროს შენ ატარებ მოუმზადებელ აქციას, სადაც, ბუნებრივია, იქნება სერიოზული ხარვეზები რაოდენობის, ლოჯისტიკის კუთხით და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ჩვენ მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც მივიღეთ ჩვენ შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული ინიციატივა, რაც, სამწუხაროდ, წარმოადგინა სალომე ზურაბიშვილმა.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ფონზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს აქცია დააანონსა.

კომენტარები