16 ივნისის აქცია

გერმანიის ელჩი: 16 ივნისს მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ნების გამოხატვის მოწმე

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის განცხადებით, 16 ივნისს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციას დაესწრება.

"საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ან ნების გამოხატვის მოწმე". – თქვა კნირშმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და პარტიებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

20 ივნისს დაგეგმილი აქციის ფონზე, პარტიების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გაემიჯნა, ნაწილმა კი მოქალაქეებს ორივე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

კომენტარები