ქართული კინო

THE GUARDIAN-მა სალომე ჯაშის მოთვინიერება 2022 წლის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელა

Mubi

გამოცემა The Guardian-მა ქართველი რეჟისორის, სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი მოთვინიერება 2022 წლის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელა.

"დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს უჩვეულო, მაგრამ თან მამხილებელ ამბავს ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის გეგმაზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ასობით ხის ამოძირკვასა და საკუთარ ბაღში გადარგვას გულისხმობს". – წერს The Guardian.

The Guardian-ის სიაში მოხვდა პედრო ალმოდოვარის პარალელური დედები, პოლ ტომას ანდერსონის ძირტკბილას პიცა, კენეტ ბრანას ბელფასტი და სხვა ცნობილი ნამუშევრები.

ფილმი ნომინირებული იყო სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივლზე და ევროპის კინაკადემიის ჯილდოზე. სურათი ასევე კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის, ფორუმის მონაწილეა.

ჯაშის სურათს პრობლემები შეექმნა საქართველოში. კინოაკადემიამ ფილმის ჩვენებაზე უარი თქვა. რეჟისორის თქმით, კინოაკადემიის პრეზიდენტმა, ფილმს "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს" უწოდა.

მოთვინიერება 2021 წლის ფილმია, თუმცა დიდი ბრიტანეთის კინოგაქირავებაში წელს გამოვიდა. 

კომენტარები