ქართული კინო

ისტორიაში პირველად ქართველი კინოკრიტიკოსები FIPRESCI-ის წევრები გახდნენ

Fipresci
Cinexpress.ge

პირველად, FIPRESCI-ს თითქმის 100-წლიან ისტორიაში, ფედერაციას ქართველი კინოკრიტიკოსების ორგანიზაცია შეუერთდა.

16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართველ კინოკრიტიკოსთა და მკვლევართა ასოციაცია (GFCASA) კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციაში (FIPRESCI) გაწევრიანდა.

FIPRESCI 1930 წელს დაფუძნებული, მსოფლიოს მასშტაბით პროფესიონალი კინოკრიტიკოსების, კინოს მკვლევრებისა და კინოჟურნალისტების ეროვნული ორგანიზაციებისგან შემდგარი გაერთიანებაა, რომლის მიზანი კინოს კულტურის განვითარება და პროფესიული ინტერესების დაცვაა. ფედერაცია მსოფლიოს 80 სხვადასხვა ფესტივალზე საკუთარ ჯილდოს გადასცემს. მათ შორის არის ბერლინის, კანის, ვენეციის კინოფესტივალები. 

GFCASA ქართველი კინოკრიტიკოსებისა და მკვლევარების მიერ დაფუძნებული ასოციაციაა, რომლის მიზანია პროფესიული კინოკრიტიკის, კინომეცნიერებისა და კინოჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა, ქართული კინემატოგრაფისა და მასზე განხორციელებული კვლევების პოპულარიზაცია, კონფერენციების, შეხვედრების და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებების ორგანიზება, აგრეთვე საზღვარგარეთ განხორციელებულ პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობა.

კომენტარები