ქართული კინო

კინოაკადემიამ ივანიშვილსა და მის ხეებზე გადაღებული ფილმის ყველა მომდევნო სეანსი გააუქმა

Cineuropa

საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის, მოთვინიერების ჩვენებაზე უარი თქვა. 

მოთვინიერება ქართველი მილიარდერისა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას, უფრო კონკრეტულად კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას ეძღვნება.

ჯაშის თქმით კინოაკადემიის პრეზიდენტმა, მინდია ესაძემ ფილმს "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს" უწოდა.

ფილმი ნომინირებული იყო სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივლზე და ევროპის კინაკადემიის ჯილდოზე. სურათი ასევე კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის, ფორუმის მონაწილეა.

სალომე ჯაში ქართველი დოკუმენტალისტია, გადაღებული აქვს ფილმები ლიდერი ყოველთვის მართალია, მათი ვერტმფრენი, ბახმარო, ცურვა.

კომენტარები