რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ კიევის რეჟიმის იარაღით მიზანმიმართულად გატენვაშია ჩართული – რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა თქვა, რომ მოსკოვი აშშ-ს სამხედრო დახმარებას "უკიდურესად უარყოფითად" აფასებს. რიაბკოვის თქმით, აშშ-ს მხრიდან ეს ნაბიჯი პირდაპირი დაპირისპირების რისკს ზრდის.

"გადაწყვეტილების თვითშეზღუდვის ელემენტად წარმოჩენის მცდელობა უსარგებლოა. ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატები იმ სახელმწიფოთა ჯგუფის სათავეშია, რომელიც კიევის რეჟიმის იარაღით მიზანმიმართულად გატენვაშია ჩართული, აშკარაა". - თქვა რიაბკოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას.

1 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონი კიევს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) გადასცემს.

შეირაღების გადაცემა აშშ-ს უკრაინისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების მე-11 პაკეტის ფარგლებში მოხდება. 

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ის სისტემები აღჭურვილი იქნება საბრძოლო მასალით, რომლის მეშვეობითაც რაკეტების გაშვება 80 კილომეტრის რადიუსზე იქნება შესაძლებელი.

ეს HIMARS-ის სისტემის მაქსიმალურ რადიუსთან, 300 კილომეტრთან შედარებით ბევრად მცირე მანძილია, თუმცა, ამისდა მიუხედავად, ყველაზე დიდი რადიუსის მქონე იარაღი იქნება, რაც ამ დროისთვის უკრაინას გადაეცა. 

კომენტარები