რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"რუსეთის შემოჭრიდან ოკუპანტებმა 30 350-მდე სამხედრო დაკარგეს" – უკრაინის გენშტაბი

უკრაინელი სამხედრო ბუჩის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე ქალაქის დაბრუნებას აღნიშნავს, 2022 წლის 2 აპრილი.
Rodrigo Abd/AP

რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 30 350-მდე სამხედრო დაკარგა. ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, ოკუპანტების ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 30 მაისის ჩათვლით, სავარაუდოდ, შეადგენს:

  • პერსონალი - 30 350 სამხედრო

  • ტანკები - 1 349

  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3 282

  • საარტილერიო სისტემები - 643

  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] - 205

  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93

  • თვითმფრინავი -  207

  • ვერტმფრენები - 174

  • გემები / ნავები - 13

  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 507

  • სპეციალური აღჭურვილობა - 48

უკრაინის გენშტაბის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები