რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მსოფლიომ არასდროს არ უნდა დაივიწყოს" – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩაში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდა

"ბუჩა სიმბოლოა რუსულის არმიის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების. ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, ძარცვის მრავალი შემთხვევა - არის ის, რაც მსოფლიომ არასდროს უნდა დაივიწყოს". - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პირველ აპრილს, მას შემდეგ, რაც ქალაქი ბუჩა რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა, უკრაინელმა სამხედროებმა ასობით დახოცილი მოქალაქე იპოვეს. ფოტო და ვიდეო მტკიცებულებების მიხედვით, მათი უმრავლესობა წამებით მოკლეს. ასევე, დასტურდება ბავშვებისა და ქალების გაუპატიურების ფაქტები. მალევე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოკუპანტების მოქმედებები ბუჩაში გენოციდად შეაფასა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ და პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გაიზიარეს. 

მოგვიანებით, უკრაინისკანადისჩეხეთისა და  ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოებმა ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი მოსახლეობის მიზანმიმართული ხოცვა-ჟლეტვა გენოციდად აღიარეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი სიტყვა “გენოციდის” გამოყენებას მოერიდა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინაში პუტინის მოქმედებები გენოციდისგან შორს არ არის. ხოლო მაკრონმა, გენოციდის დადგენის საკითხი იურისტებს მიანდო.

კომენტარები