პაკისტანის პრემიერმინისტრმა, შებაზ შარიფმა განაცხადა, რომ აშშ-მ და ირანმა მშვიდობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
"ორივე მხარემ სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივი და მუდმივი შეწყვეტა გამოაცხადა. ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანშიც" - დაწერა შარიფმა სოციალურ ქსელ X-ში.
შარიფის თქმით, შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება.




