რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუგანსკის ოლქის 95% ოკუპირებულია – გაიდაი

Alexander Ermochenko/Reuters

ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი გაიდაის თქმით, ოლქის 95% ოკუპირებულია.

გაიდაის შეფასებით, დონბასში უკიდურესად მძიმე სიტუაციაა. მისივე სიტყვებით, უკრაინელი მებრძოლები ოკუპანტების შეკავებას აგრძელებენ, რომლებიც დაბომბვას არ წყვეტენ. 

გაიდაის თქმით, ოლქში უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 40 000-ზე მეტი ადამიანია - მათ 99%-ს ლუგანსკის დატოვება არ სურს. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები