ლეიბორისტული პარტია

ნათელაშვილი: ოპოზიციამ უარი თქვას მანდატებზე და შევქმნათ საკონსულტაციო პარლამენტი

ქვეყნიერებამ იცის, რომ ოპოზიციურმა გაერთიანებამ აქ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ისტორიული ძვრები მოახდინა არსებული რეჟიმის ფეხქვეშ. ის დამთავრდებოდა აუცილებლად სრული გამარჯვებით, რომ არა ოპოზიციურ პარტიათა პარლამენტსი შესვლა.

დღეს, როდესაც გადარჩენილი რეჟიმი აქეთ გადმოვიდა შეტევაზე, ოპოზიციური კოლეგებიდან, საზოგადოებიდან ისმის ხმები, მოთხოვნა, თხოვნა, რომ კვლავ გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ.

ლეიბორისტული პარტია ყოველთვის მიდიოდა ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში ერთად დგომის ფორმატისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამის გამო ვზარალდებოდით. რა თქმა უნდა, ახლაც იგივე მოსაზრებაზე ვართ, მაგრამ ამისთვის საჭიროა სამი რამ:

  • ყველა ოპოზიციონერმა დაწეროს განცხადება და შეიწყვიტოს პარლამენტის წევრობა;
  • ყველა ოპოზიციონერმა ხელი მოაწეროს მიმართვას ბიძინა ივანიშვილისა და მისი ქონების დასანქცირებაზე;
  • შეიქმნას პარლამენტის გარეთ საკონსულტაციო პარლამენტი ამ პარტიებისა და დეპუტატებისგან, რომლებიც მოამზადებენ გარდაუვალ ახალ არჩევნებს და საარჩევნო კანონმდებლობის ძირითად პარამეტრებს;

ეს ჩვენი სამი აუცილებელი მოთხოვნაა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას მიმართავს.

კომენტარები