როგორც იცით, ლეიბორისტული პარტია, მას შემდეგ რაც ოპოზიცია შეყარეს პარლამენტში, ითხოვდა ამერიკის ელჩის შეცვლას. ელჩი ვადამდეა გაწვეული. დიდი მადლობა ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ ბაიდენს, რომელმაც მიიღო ეს ვერდიქტი. იმედია, ახალი ელჩი ვინც ჩამოვა, იქნება ამერიკა-საქართველოს ინტერესთა ერთგული დამცველი და არა კონკრეტული ოლიგარქის ინტერესების გამტარებელი.
ლეიბორისტული პარტია
ნათელაშვილი: როგორც იცით, ლეიბორისტები ვითხოვდით დეგნანის შეცვლას, მადლობა ბაიდენს
tbl.ge/69t1
დაკოპირდა

ამბობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი. 13 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. მოქმედ ელჩს, კელი დეგნანს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წელს ეწურება.
ამავე თემაზე
- ნათელაშვილი: IRI-სა და NDI-ის წინააღმდეგ სარჩელს ვამზადებთ – ჩვენი რეიტინგები ყალბდება
- ნათელაშვილი: ოპოზიციამ უარი თქვას მანდატებზე და შევქმნათ საკონსულტაციო პარლამენტი
- შალვა ნათელაშვილი: ლეიბორისტული პარტია პარლამენტში შედის
- ნათელაშვილს მიაჩნია, რომ პარლამენტში მისი შესვლის პერსპექტივით ხელისუფლება თავზარდაცემულია
- "შევიდე პარლამენტში?" – შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე გამოკითხვას ატარებს