ლეიბორისტული პარტია

"შევიდე პარლამენტში?" – შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე გამოკითხვას ატარებს

"მე შევიდე პარლამენტში?" - ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე გამოკითხვას ატარებს. მისი თქმით, პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით მიიღებს.

"მას შემდეგ, რაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლით აზრი დაუკარგა ბოიკოტს, ფიქრობთ თუ არა, რომ ლებორისტულმა პარტიამ უნდა გამოიყენოს თავისი მანდატი?" - კითხულობს ნათელაშვილი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ლეიბორისტულმა პარტიამ ერთი მანდატი მოიპოვა, თუმცა პარტია ოპოზიციის თავდაპირველ ბოიკოტს შეუერთდა და პარლამენტში არ შევიდა. მალევე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა, შემდეგ კი, შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი. ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესვლაც მოჰყვა.

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ლეიბორისტულ პარტიას, ევროპულ საქართველოს, პარტიას კანონი და სამართალი (თუმცა, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა). ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

კომენტარები