რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბილეცკი: მარიუპოლის მცველები ადგილზე არიან იარაღით ხელში, ყველაფერი კარგად იქნება

ანდრეი ბილეცკი

აზოვის პოლკის დამფუძნებელმა, ანდრეი ბილეცკმა საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან, რათა ზიანი არ მიაყენონ პროცესს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ჯარისკაცები 82 დღის განმავლობაში გმირულად იბრძოდნენ რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. 

"80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მათ მტერი გარემოცვაში პოზიციები შეინარჩუნეს. მტრის უზარმაზარი რიცხობრივი უპირატესობით, ავიაიერიშით, გემებით, საარტილერიო დაბომბვით და ა.შ. გააკეთეს ისეთი რამ, რაც აუცილებლად დარჩება სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოებში. მთავარი ამოცანაა ფოლადის ხალხის გადარჩენაა, რადგან ისინი სჭირდება, პირველ რიგში უკრაინას.  ახლა მთავარია, თქვენი ვარაუდებით, იდეებით, არ დააზიანოთ მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია. დიდი თხოვნა მაქვს. ყველას, ვისაც სურს გაუზიაროს თავისი აზრები იმის შესახებ, რაც ხდება აზოვსტალში, შეინახეთ ისინი საკუთარ თავში".- ამბობს ბილეცკი. 

მან დასძინა, რომ 2-3 დღეში მარიუპოლის გარნიზონი ამ ოპერაციის შესახებ საჭირო და მკაფიო ინფორმაციას მიაწვდის.

"მე ვიცი, რა ხდება იქ. გარნიზონი ადგილზეა იარაღით ხელში. ყველაფერი კარგად იქნება, ზიანს ნუ მოგვაყენებთ, დიდება უკრაინას"- თქვა ბილეცკმა. 

16 მაისიდან მარიუპოლში რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან ასობით უკრაინელი მებრძოლის ევაკუაცია პრორუსული ძალების თანხლებით მოხდა. ისინი ამჟამად რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. 16 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

17 მაისს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღის განმავლობაში აზოვსტალის ქარხანა, სულ მცირე, 7-მა ავტობუსმა დატოვა. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ავტობუსებით მხოლოდ დაჭრილი მებრძოლები არ გადაჰყავდათ.

კომენტარები