რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ვოლოდინი აზოვის მებრძოლებზე: ნაცისტი კრიმინალები არ უნდა გაცვალონ

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, რუსეთმა აზოვის პოლკის მებრძოლები რუს ტყვეებზე არ უნდა გაცვალოს. ვოლოდინმა უკრაინელ სამხედროებს "ნაცისტი კრიმინალები" უწოდა.

"ნაცისტი კრიმინალები არ უნდა გაცვალონ. ისინი ომის დამნაშავეები არიან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პასუხისგებაში მიეცენ. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ დაჭრილ სამხედრო ტყვეებს, ვინც ჩაბარდა ან ტყვედ ჩავარდა, ჰუმანურად მოეპყრონ, განსხვავებით უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის ხელისუფლებისგან, რომლებიც სისასტიკეს სჩადიან და აწამებენ ჩვენს სამხედრო ტყვეებს. რაც შეეხება ნაცისტებს, ჩვენი პოზიცია აქ უცვლელი უნდა დარჩეს – ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზანია". – თქვა ვოლოდინმა.

უკრაინის შეიარაღებული შტაბის გენერალური შტაბის განცხადებით, მარიუპოლიდან 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კიდევ 211 მებრძოლი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით დონეცკში, იელენოვკაში გადაიყვანეს, შემდგომში კი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

კომენტარები