რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდინი: ვაშინგტონს უკრაინაში ჰოლოდომორის მოწყობა სურს

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ვაშინგტონს უკრაინაში ჰოლოდომორის მოწყობა სურს. ინფორმაციას ვოლოდინი Telegram-ზე ავრცელებს.

"ვაშინგტონმა უკრაინა ვალის ორმოში ჩააგდო. უკრაინა სულ უფრო მეტ სესხს იღებს, მაგრამ ეს ქვეყნის განვითარებაზე დადებით გავლენას არ ახდენს, პირიქით, ვაშინგტონი უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს აჭიანურებს, შესაბამისად, მოსახლეობა მშვიდობიან ცხოვრებას ვერ უბრუნდება.

[...] ვაშინგტონს კიევის გამარჯვების არ სჯერა. მხოლოდ ფულის სწრაფად დაბრუნებაზე ფიქრობენ, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ჰოლოდომორს აწყობენ". - წერს ვოლოდინი Telegram-ზე.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები