რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში ჰუმანიტარულ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს

UNIAN

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილზე ჰუმანიტარულ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

"გუშინ რუსები შეგნებულად ესროდნენ ჰუმანიტარულ მანქანას. სატვირთო მანქანაში მხოლოდ მძღოლი იყო, რომელიც უკვე ბრუნდებოდა ლისიჩანსკიდან, სადაც მოსახლეობას საჭმელს აწვდიდა. ლისიჩანსკ-ბახმუტის გზაზე მტრის ნაღმი მოხვდა. საბედნიეროდ, მძღოლი ცოცხალია. გზა ისევ სახიფათოა".- წერს გაიდაი. 

გაიდაიმ დასძინა, რომ ოკუპანტებმა კვლავ სცადეს რუბეჟნოის დაკავება, მაგრამ უკრაინელებმა ისინი მოიგერიეს.

"ოკუპანტი მკვლელები შეიჭრნენ ნიჟნიში, ტოშკოვკასა და ორეხოვოიეში და ასევე ვერ მიაღწიეს წარმატებას. ორკები ემზადებიან სევეროდონეცკზე თავდასხმისთვის".- წერს გაიდაი. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები