ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.  ე.წ. ცესკოს ინფორმაციით, მოსახლეობის აქტივობა, ამ დროისთვის 40 %-ია. 

ე.წ. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის – მოქმედი მარიონეტი ანატოლი ბიბილოვი და პარტია ნიხასის ლიდერი ალან გაგლოევი.  

საარჩევნო უბნები გახნილია ოკუპირებულ აფხაზეთშიც, ჩრდილოეთ ოსეთსა და მოსკოვში. 

 ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს ჩატარდა. 

არჩევნების შემდეგ მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდა.

კომენტარები