ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერმინისტრად მარატ კამბოლოვი დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ძამბოლატ ტადტაევი გადადგა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტმა" ალან გაგლოევმა კამბოლოვის "მთავრობის მეთაურად" დანიშვნის განკარგულებას 16 მაისს მოაწერა ხელი.
ძამბოლატ ტადტაევი 8 ივნისს გადადგა, რის შემდეგაც დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა "პარლამენტს" თანამდებობაზე მარატ კამბოლოვი წარუდგინა.
გაგლოევის განცხადების თანახმად, ახალ ე.წ. პრემიერმინისტრს დაევალება, რუსეთთან "მოკავშირეობის გაღრმავების" კანონპროექტის ფარგლებში აღებული მოვალეობების შესრულება.
"მინისტრთა კაბინეტის ახალ ხელმძღვანელს დაევალა ხელმოწერილი ხელშეკრულების და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ყველა სხვა შეთანხმების დებულებების ეფექტური შესრულების უზრუნველყოფა," - აღნიშნულია განცხადებაში.
"რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება" 16 მუხლისგან შედგება და მიზნად ოკუპირებული ცხინვალის მოჩვენებითი "დამოუკიდებელი" საკანონმდებლო სივრცის მოშლასა და რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ბაზაზე გადაწყობას ისახავს.
რაც შეეხება თავად მარატ კამბოლოვს, ის აქამდე, 2026 წლის 27 მაისს, გაგლოევის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, "სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად“ დაინიშნა.
როგორც რადიო თავისუფლება წერს, მას კრემლი ოკუპირებული ცხინვალის 2027 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაგლოევის "შემცვლელად" განიხილავს.




